არაფორმალური ზრდასრულთა განათლების განვითარებისა და გაძლიერების მხარდაჭერის პროექტი

2021

პროექტის მიზანია :

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) წევრი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების, არაფორმალური ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაციის, აღიარებისა და განვითარების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება საქართველოში.


ამოცანები :

ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებს და განახორციელებს შესაბამის აქტივობებს ხუთი ძირითადი ამოცანის შესასრულებლად:

  • ქსელის წევრი ცენტრებისა და მათი თანამშრომლების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის მხარდამჭერი, სისტემატიზებული აქტივობების განხორციელება;
  • მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციისა და არაფორმალური ზრდასრულთა განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაქსელის წევრი ორგანიზაციების პოპულარიზების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის დამყარება, გამოცდილების გაზიარება და დანერგვის ხელშეწყობა;
  • ქსელისა და მისი წევრი ორგანიზაციების ფინანსური გაძლიერების უზრუნველყოფის აქტივობების განხორციელება;
  • პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვა და მხარდაჭერა ქსელის წევრ ორგანიზაციებში.


2021 წლის ძირითადი აქტივობები:

  •  ტრენინგების ორგანიზება
  • ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე სისტემის დანერგვა
  • ქსელის წევრცენტრებთან კომუნიკაციის განვითარება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, გამოცდილების გაცვლა  და„team building“-ი
  • ქსელის  და წევრი ორგანიზაციების პოპულარიზება. საქმიანობის შესახებ მასალების მომზადება და გავრცელება
  • წლის შემაჯამებელი ღონისძიება
  • არაფორმალური ზრდასრულთა განათლების შიდა სტაბდარტის შემუშავება
  • ქსელის წევრ ორგანიზაციებში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვა და მხარდაჭერა