არაფორმალური ზრდასრულთა განათლების განვითარებისა და გაძლიერების მხარდაჭერა საქართველოში - 2022
2021პროექტის მიზანი :
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელის (GAEN) წევრი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების, არაფორმალური ზრდასრულთა განათლების პოპულარიზაციის, აღიარებისა და განვითარების ხელშემწყობი აქტივობების განხორციელება საქართველოში.
ამოცანები :
ა(ა)იპ საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2022 წლის 3 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმუშავებს და განახორციელებს შესაბამის აქტივობებს ხუთი ძირითადი ამოცანის შესასრულებლად:
- ქსელის წევრი ცენტრებისა და მათი თანამშრომლების ინსტიტუციური გაძლიერებისთვის მხარდამჭერი, სისტემატიზებული აქტივობების განხორციელება;
- მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის კონცეფციისა და არაფორმალური ზრდასრულთა განათლების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქსელის წევრი ორგანიზაციების პოპულარიზების ხელშეწყობა;
- საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის დამყარება, გამოცდილების გაზიარება და დანერგვის ხელშეწყობა;
- ქსელისა და მისი წევრი ორგანიზაციების ფინანსური გაძლიერების უზრუნველყოფის აქტივობების განხორციელება/ფანდრაიზინგი;
- პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვა და მხარდაჭერა ქსელის წევრ ორგანიზაციებში.