ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ლიდერობის პროექტი დევნილი ახალგაზრდებისთვის

2015

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელმა (GAEN) საქართველოში ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ცხოვრების ჯანსაღი წესისა და ლიდერობის პროექტი იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის. პროექტის მიზანი იყო  სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების 4 დევნილთა დასახლებაში (ჯვარში, სენაკში, შაუმიანსა და ლელიანში) მცხოვრები 700 ახალგაზრდისთვის ლიდერობის შესახებ ტრენინგებისა და სხვა აქტივობების გამართვა, მათში სამოქალაქო ჩართულობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის უნარების განვითარება.